ბაღდადში ე.წ მწვანე ზონის ტერიტორიაზე არსებული ამერიკის საელჩო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების შენობის ტერიტორიაზე 3 რეაქტიული ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ დასტუდება. 1 ჭურვი უშუალოდ საელჩოს სასადილოს დაეცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებენ.