მთავარი ციტატა

ინფექციოლოგი: საქართველოში ახალი ვირუსის გავრცელების რა შანსი არსებობს?

“ამ ეტაპზე არ არის საქართველოში ვირუსის არცერთი შემთხვევა და ძალიან მცირე, თეორიული შანსია მხოლოდ ამის, მაგრამ მაინც მზად უნდა იყოს მოსახლეობა. უნდა იყვნენ ინოფორმირებული. ეს დაავადება გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და საჭიროა იგივე ღონისძიებების გატარება დაახლოებით, რაც გრიპის და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს”

ალექსანდრე გოგინავა, ინფექციოლოგი

‘მთავარი არხი”, “მთავარი 6 საათზე”

შეგახსენებთ, ვირუსის გამო, რომელსაც უკვე 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთის დედაქალაქში გაზაფხულის სასწავლო სემესტრი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

განცხადება გაავრცელა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმაც. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

იტვირთბა....