“ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის ცდილობს, რომ ადამიანი გამოიყვანოს წყობილებიდან, ყოველთვის ცდილობს შეურაცხყოფას. ზოგი ამ ყველაფერს გაატარებს, ზოგს არ შეუძლია ეს გაატაროს. ადამიანურად ძალიან ცუდი სანახავია, როდესაც ჩემი ქალაქის დეპუტატები სხვა დეპუტატს ხელს ურტყამენ”
ირაკლი ლატარია, ანალიტიკოსი
TV პირველი, “დღის ამბები”
ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დღეს გამოიკითხა.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გუშინვე საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშილი ცემის კადრები გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.