კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში კომისია შეიქმნა.
დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უწყებებს შორის, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილდეს.
შეგახსენებთ, თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან თბილისში სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე ვირუსის გამო სკოლები დაიხურება.