“კორონავირუსთან დაკავშირებით ზოგადი რეკომენდაციაა, პირველ რიგში, ყველა მოგზაურის სიმპტომების შესახებ საინფორმაციო უზრუნველყოფა, ასევე იმის შესახებ, თუ სად უნდა მიიღონ მათ სამედიცინო დახმარება, თუკი ქვეყანაში შესვლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ აქვთ ის სიმპტომები, რომლებიც ამ დაავადებას ახლავს თან. ეს გახლავთ რესპირატორული სიმპტომები, ხველა, სურდო, შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მიდევნების მექანიზმი, რომელიც პირველი დღიდან ქვეყანაში გააქტიურებული იყო და, რა თქმა უნდა, დღესაც მოქმედებს”
თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
“I არხი”