aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

საქართველოში 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 25 იანვარს თვლია მოსალოდნელი. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ყინვა.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში, -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე შემცირდება. ხოლო დღისით, დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება თბიილისს, 25-27 იანვარს ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....