aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს” – პიტ ოლსენი

“ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რესპუბლიკელი კონგრესმენი – პიტ ოლსენი

“ციტატა”

აღნიშნული განცხადება კონგრესმენმა, Twitter-ზე გამოაქვეყნა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ის წერილი, რომელიც 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, მაიკლ მაკკოლმა ​ და ელიოტ ენგელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წერილის თაობაზე, გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.

 

იტვირთბა....