ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების გამო ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა. ამრიგად, კარანტინი 41 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო. ინფორმაციას Deutsche Welle აცხადებს.
როგორც ცნობილი გახდა, უხანში, ინფიცირებული პაციენტებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით 830 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.
კორონავირუსი გარდა ჩინეთისა დაფიქსირდა – ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
21 იანვარს კი ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.