“კახა კალაძეს მინდა მივმართო – კახი, შენი დრო არის დამთავრებული. შენ ხარ კორუმპირებული. მთელი შენი გარემოცვა არის კორუმპირებული. შენ თუ გგონია, რომ ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური ანგარიშსწორებით გააჩერებ ვინმეს და შენს კორუფციულ სქემებს არ გამოვავლენთ, არ ვაჩვენებთ ხალხს – როგორი თაღლითი და თახსირი ხარ, ძალიან ცდები. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი მოიპარა. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც შენს გარშემო ყველაზე მეტი მოაპარინა ყველა შენს ბიძაშვილს, მამიდაშვილს და ვითომ მეგობრებს. შენი ბოლო აუცილებლად წელს დადგება. შენ განულდები “ქართულ ოცნებასთან” ერთად ამ ქვეყანაში.სამარცხვინო ხარ – ხალხს ნაძვის ხისგანაც კი, ფული მოპარე. კახი, დაგამთავრებთ”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
“მთავარი არხი”
აღნიშნული განცხადებით ვაშაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებს შორის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა.