დღეს, ჩინეთიდან თბილისში მორიგი ავიარეისი შესრულდა. მგზავრთა თქმით, ისინი საქართველოს საზღვარზე ახალ კორონა ვირუსზე არ შეუმოწმებიათ.
მოქალაქეთა თქმით, ჩინეთში საგანგებო ზომებია მიღებული და შემოწმება მათ სწორედ ქვეყნის დატოვებისას გაიარეს.
“ჩინეთში ხალხი კონტროლის ქვეშაა. ადამიანებს აეროპორტებში ტემპერატურას უმოწმებენ. აქ არავის შევუმოწმებივართ. ზოგიერთი ქალაქი ეპიდემიის გამო ჩაკეტილიცაა”- აცხადებს საქართველოში ჩამოსული ჩინეთის მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ახალ, კორონავირუსს ებრძვის. გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.
ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. დაიხურა მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
გამოცემა “გარდიანი” იუწყება, რომ ჩინეთის ქალაქ ხაოსში სერიოზული ქაოსია. 33 მილიონი ადამიანი ცდილობს გარკვევას თუ რა ხდება ქალაქში და არსებობს თუ არა მომაკვდინებელი ახალი კორონავირუსისგან განკურნების საშუალებები.