ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხნის, თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ.
შპს „ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული ქარხნის 200-მდე თანამშრომელი მეორე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებს. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის სამუშაოსთვის შესაბამისი პირობები და სათანადო აღჭურვილობა.
მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს მხარდაჭერას პროფკავშირები უცხადებენ და აქციას ტყიბულიდან, ჭიათურიდან და ზესტაფონიდან შეუერთდნენ.
ფოტო: პირველი არხი