ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

იაპონიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

იაპონიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც ცნობილია  დაავადებული ჩინელი ტურისტია, რომელიც ქვეყანაში უხანიდან ჩავიდა. მან საავადმყოფოს 19 იანვარს მიმართა, თუმცა მაშინ ვირუსი არ დაუდასტურდა. ვირუსის დადგენა მხოლოდ დღეს, გამთენიისას მოხდა. ჩინელ ტურისტს უკვე ორი დღეა, პნევმონია აქვს.

ინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაშიც.

ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს ელოდება გაერთიანებულ სამეფოში ცხრა ადამიანიც, რომელთაც შესაძლოა, ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდეთ. გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ვირუსი ამ დროისთვის არ დაუდასტურდა კიდევ ხუთ ადამიანს, რომელთაც კორონავირუსზე ეჭვი მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 

იტვირთბა....