ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარკეთილში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმმა, ხათუნა ლომაურმა, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო დახმარების მიერ ახალშობილი შემოყვანილ იქნა 22:12 საათზე. ჩვილს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურა. მუდმივად ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ხათუნა ლომაურმა.

შეგახასენებთ, რომ გუშინ საღამოს თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. 

იტვირთბა....