გლობალურ პრობლემებზე სამსჯელოდ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის, აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან 2020 წელს საერთაშორისო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ასეთი სამიტის ჩატარება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება” – ამბობს პუტინი.
პუტინის თქმით, რუსეთი “მზადაა სერიოზული დიალოგისთვის” გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან
“მრავალი ამოცანაა ჩვენს წინაშე. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ბერლინში განვიხილეთ – ესაა ლიბია. აღნიშნულ პრობლემას გაეროს უშიშროების საბჭოზე უნდა დავუბრუნდეთ და მოსაგვარებლად გზა გამოვნახოთ”, – თქვა პუტინმა.