“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება წერილები არაა ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები.”
გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი
“ციტატა”
აღნიშნული განცხადებით გახარია, ამერიკელი კონგრესმენების მიერ, მისი მისამართით გამოგზავნილ წერილს ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ის წერილი, რომელიც 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, მაიკლ მაკკოლმა და ელიოტ ენგელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.
წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წერილის თაობაზე, გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.