საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8867 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.8895 ლარი ღირდა.
0.0040 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.2005 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2045 ლარი იყო.