სასამართლოს ეზოში, ინციდენტის დასრულების შემდეგ, სადაც მიხეილ კალანდიას პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, მისი მხრიდან არ ყოფილა არანაირი პროოცირება იმის თაობაზე რომ კალანდიები პროცესიდან გარეთ გამოეყვანა.
“დღეს იყო მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვა.
კალანდიას ჰყავს სამი ადვოკატი და ამ სამიდან ერთს აქვს მარტო არასრუწლოვანისთვის კითხვების დასმის უფლება და ზუსტად ის ავდოკატი, რომელსაც კითხვების დასმის უფლება აქვს, არ იყო პროცესზე.
მოსამართლემ დასვა კითხვა – როგორ აპირებდნენ დაკითხვის წარმართვას – და კითხვა არ გვაქვს ჩვენ ა.ს-თანო, კალანდიების დავოკატებმა.
პარალელურად, ვხედავდი, რომ კალანდიას ადვოკატი სუბელიანის ცოლ-შვილს ელაპარაკებოდა ცალკე დაკითხვამდე – სად გაგონილა, განსასჯელის ავდოკატი ელაპარაკებოდეს დაკითხვამდე მოწმეს?
დაიწყო დაკითხვა და ა.ს-მ თქვა, მე დავურეკე კალანდიას და მითხრა გამოვალო – მაგ დროს ავდექი და ზურაბ თოდუას ვუთხარი – ჩემსთვის ეს უკვე საკმარისია, რაც მოვისმინე, აწი თავად არკვიეთ, როგორ არ იყო წინასწარგანზრახვით, როცა შეთანხმებულნი იყვნენ-თქო და გამოვედი, არც კალანდიებისკენ გამიწევია, წამოვედი და მერე ვნახე ტელევიზიით, რომ ყვებიან, გამოიწია და დაპირისპირება მოხდაო.
“მთავარის” ოპერატორი იღებდა მთელს პროცესს, დადოს “მთავარმა” კადრები, გაასაჯაროოს, სად დავუპირისპირდი გვანახონ კალანდიას, ან ჩემმა თანხმლებმა პირმა, როდის უთხრა გარეთ გამოდიო.
ორი წელია ხმა არ ამოგვიღიაო, რატომ? ეგონათ რომ გამოძვრებოდნენ და ფეხებზე ეკიდათ? მე რომ ქუჩა-ქუჩა დავფორთხავდი, მაშინ რატომ არ გაიღეს ხმა, ეგაა მიცვალებულის პატივისცემა? ისხდნენ და ტკბებოდნენ ჩემი და ჩემი ოჯახის ტანჯვით, ერთობოდნენ?
ვერც სუბელიანის ცოლს შევატყვე რომ განიცდის ან ნერვიულობს! ის ბოდიშის მოხდაც ფარსი იყო, როგორც ჩანს.
რაც შეეხება ჯანაშიას საპროცესოს, ჩემი ხელმოწერა არაა მანდ და საჭიროა, როგორც ვიცი, ხო?
თუმცა, მას შემდეგ, რაც მე კანონმა ფეხებზე დამიკიდა და მითხრა, შენი სადისტურად მოკლული შვილის გამო, 15 წელზე მეტით ვერ დავსჯი ვერც ერთ დამნაშავესო, მე წლები, მართლა აღარ მაინტერესებს.” – განაცხადა ზაზა სარალიძემ “ალისთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოწმის სტატუსით მიხეილ კალანდიას დეიდაშვილი და მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი იკითხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე არასრულწლოვანია სასამართლო სხდომა მისი გადაწყვეყილებით ღია იყო. პროცესზე ზაზა სარალიძესა და კალანდიას ოჯახს შორის დაპირიპირება მოხდა.
ამასთან, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მის პროცესებს ზაზა სარალიძე აღარ დაესწროს.
როგორც მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი ოჯახი ორი წელი ხმას არ იღებდა, რადგან მიცვალებულს პატივს სცემდა. როგორც მან დააანონსა დღეიდან ყველას პასუხი გაეცემა.