სასამართლოს ეზოში, ინციდენტის დასრულების შემდეგ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაღიზიანება სარალიძის ფრაზამ გამოიწვია.
როგორც ლუკა კალანდია განმარტავს, ეს ინციდენტი პროვოცირებული იყო.
„გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თვაზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
ამასთან, მოსამართლემ წესრიგის დაცვის მიზნით, სასამართლოს დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურა, თუმცა, მასმედიის წარმომადგენლებს დარჩენის ნება დართო.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოწმის სტატუსით მიხეილ კალანდიას დეიდაშვილი და მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი იკითხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე არასრულწლოვანია სასამართლო სხდომა მისი გადაწყვეყილებით ღია იყო. პროცესზე ზაზა სარალიძესა და კალანდიას ოჯახს შორის დაპირიპირება მოხდა.
ამასთან, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მის პროცესებს ზაზა სარალიძე აღარ დაესწროს.