თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობდა ზაზა სარალიძესა და დაკავებულ მიხეილ კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.
“ზაზა სარალიძემ ხელებზე მიბრახუნა. მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი და უნიჭო მსახიობია. გარიგებაზე მიდი მკვლელებთან” – განაცხადა კალანდიას მამამ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოწმის სტატუსით მიხეილ კალანდიას დეიდაშვილი და მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი იკითხებოდა.
მიუხედსწვად იმიასა, რომ მოწმე არასრულწლოვანია სასამართლო სხდომა მისი გადაწყვეყილებით ღია იყო.
“მეტრონომი” უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ ზაზა სარალიძის პოზიციას.