ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისღა დარჩენიათ ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათი გამონათქვამი საბჭოთა კომკავშირელთა იდენტური იქნება” – ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა აღნიშნა, რომ ამ წერილებს შეიძლება, მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა. ჭიჭინაძის წერილზე გამოხმაურებას მისი პრესცენტრი ავრცელებს.

“როდესაც უცხოელი ბიზნესმენი ნახავს, რომ საქართველოზე ყველა ჟურნალ-გაზეთში ცუდი იწერება და წაიკითხავს, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანაში ფულის ჩადებაზე აღარავინ იფიქრებს და ეს ფაქტია.

ჩვენი ეკონომიკა არ არის მდგრადი ეკონომიკა, ძალიან მოწყვლადია და სწორედ ამ გარე შეფასებებზეა დამოკიდებული. აი ამიტომ არის ამ ნაწილშია მათი შეფასებები მნიშვნელოვანი.

ახლა კი, კონგრესმენების, სენატორების ამ წერილებს შეიძლება, მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა.

და „ოცნების“ ეს ახალგაზრდები რომ გამოდიან და კონგრესმენების განცხადებებზე გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ, ბარემ, ერთი სიტყვა, ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათ გამონათქვამებსა და საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამებს შორის განსხვავებაც აღარ იქნება. ისე, ვენესუელას ლიდერი, მადუროც ასეა.

მოკლედ, მოყვარეს პირში უძრახეო, ქართველების ნათქვამია, ამერიკელების არა და როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, უნდა გაითვალისწინო.“ – დავით ჭიჭნაძე

შეგახსენებთ, კონგრესიდან საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ წერილი მიიღო, რომელშიც “ოცნების” ბოლოდროინდელი საქმიანობა არის გაკრიტიკებული.

იტვირთბა....