ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ, ამერიკული კომპანიებისთვის ხელის შეშლა გამოიწვია” – ამერიკელი კონგრესმენები

“ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას” – ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენების მიერ, პრემიერისთვის გამოგზავნილ წერილში.

4 ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, ელიოტ ენგელი, გერი კონოლი და მაიკლ მაკკოლი, აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისთვის ხელის შეშლა გამოიწვია.

“1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ქართველი ხალხი მიისწრაფოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობისკენ. ამასთანავე, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიცემული პირობებისა ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ის თვალში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.

ამასთანავე, “ქართული ოცნების” მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისათვის ხელის შეშლა გამოიწვია. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს, რაც საქართველოში ეკონომიკის ბუმს (აღმავლობას) გამოიწვევს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გააძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს”,- ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ის წერილი, რომელიც 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, მაიკლ მაკკოლმა ​ და ელიოტ ენგელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წერილის თაობაზე, გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.

იტვირთბა....