ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პარლამენტი ოკუპირებულია” – აქტივისტებმა პარლამენტს მავთულხლართი შემოავლეს

პარლამენტის წინ თბილისის მერიის მიერ დამონტაჯებულ ღობეს მავთულხლართი სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა შემოავლეს.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მავთულხლართებიც არის სიმბოლო იმ ოკუპაციის, რასაც ახდენენ კალაძე და ივანიშვილი.

როგორც ისისნი აცხადებენ, პარლამენტის წინ ღობის დამონტაჟების მიუხედავად, აქციები მაინც გაიმართება.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავრობამ ღობეები შემოარტყა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მოტივით.

ფოტო: 1 ტვ

იტვირთბა....