საზოგადოება

ზვიად კუპრავა პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსს მართავს

საქართველოს პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს, სადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ირაკლი შოთაძის დაბრუნება საზოგადოების შეურაცხყოფას ნიშნავს.

ზვიად კუპრავამ პროკურატურასთან ბოტასის ძეგლი მიიტანა, და აღნიშნავს, რომ ის უწყების სიმბოლოს გამოხატავს.

„ბოტასი იმიტომ, რომ მოპარული ბოტასი მთლიანად ასოცირდება პროკურატურასთან. ბოტასის სახელწოდება არის „ოთარასი“. არაფერი დაუშავებია მირზა სუბელიანს იმაზე მეტი, რაც შოთაძემ გააკეთა და თუ შოთაძეს აბრუნებენ, მაშინ დააბრუნონ მირზა სუბელიანიც. ეს იქნება საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზანი. ის ან არ დაინიშნება გენერალურ პროკურორად, ან დაინიშნება პროტესტის ფონზე“,- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, ზვიად კუპრავა ოთხი დღის წინ პროკურატურასთან ბოტასების გადაყრის გამო დააკავეს, რომელიც მოგვიანებით 600 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.

 

იტვირთბა....