დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, თენგიზ კიტოვანის შვილი, ნათია კიტოვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩემი უსაყვარლესი ადამიანი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა.უფალმა აცხონოს მისი სული” – წერს ნათია კიტოვანი.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ სიგუა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის პოსტს, 1992 წლის 8 ნოემბერიდან 1993 წლის 5 აგვისტომდე იკავებდა. მანამდე კი, გამსახურდიას მთავრობაში, 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.