რუსეთს ახალი მთავრობა ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
ახალ მთავრობაში პოსტები, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და შს მინისტრმა ვლადიმირ კალაკოლცევმა შეინარჩუნეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი, ისევ სერგეი ლავროვი იქნება.
პირველ ვიცე-პრემიერად ანდრეი ბელოუსოვი დაინიშნა.
პუტინმა მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.