aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბინაში, სადაც მამა-შვილი დაიღუპა, წყლის გამაცხელებელში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს დილით გარდაცვლილი მამა-შვილის დაღუპვის მიზეზის დასადგენად, კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ბუდემ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში CO-ს დაგროვება, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთმ რომ, “ეროვნული მოძრაობის” აქტიური მონაწილე, გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი, იაგო გოგბაიძე ორი დღის განმავლობაში ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოდიოდა. 21 იანვრის დილას, ბინის კარი გურამ გოგბაიძის ძმამ შეამტვრია.

იაგო გოგბაიძე ლოგინზე იწვა, გურამ გოგბაიძე კი, თავგატეხილი და დასისხლიანებული, აბაზანასთან ახლოს, დერეფანში იპოვეს.

იტვირთბა....