პარლამენტის ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებებებით საკმაოდ ნატელი სურათი დაიხატა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარი გლუკსმანი, სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო.
„გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი, ისევე, როგორც ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის დაქვემდებარებაშიც კი მუშაობდა, როდესაც პოროშენკომ მრჩეველთა საბჭო შეკრიბა. ასე რომ, მიკერძოება ერთია, საკითხები სერიოზულია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა საკითხზე არსებობს ძალიან ლოგიკური, დასაბუთებული პასუხები, რაც სამწუხაროდ არ მოისმინეს და ალბათ სხვა ფორმა უნდა მოვძებნოთ, რომ ეს პასუხები ინტენსიურად და ხმამაღლა ისმოდეს“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.
ქეთევან ციხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპაციაზე და მის პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.
კახა კუჭავამ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.