სამეგრელოში, ზუგდიდში, N15-ე საბავშვო ბაღი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღის თანამშრომლებს კარი ჩამტვრეული დახვდათ, ფანჯარა კი ღია.
წაღებულია ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი.
შსს-მ გამოძიება ქურდობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.