ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში 5 450 კუს უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით სარფის საზღვარზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

თურქმა მესაზღვრეებმა სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საქართველოს გავლით თურქეთში 5 450 კუ უკანონოდ გადაჰყავდა.

თურქული მედიის  ცნობით, 5 450 ცალი წყლის კუ ავტომანქანის კარებში იყო ჩამალული.

გამოცემა „ურიეთი“ წერს, რომ სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანელი მძღოლის საეჭვო ქცევა კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს და ავტომანქანა სპეციალური სკანერით შეამოწმეს, რის შემდეგაც ავტომობილში ასობით კუ აღმოაჩინეს.

თურქული წყაროების ცნობით, მძღოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

იტვირთბა....