რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.
უწყების ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.