ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსზე დადასტურდა, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამ ვირუსით ჩინეთში უკვე 217 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 3 გარდაიცვალა. ვირუსი ასევე ჩინეთის ფარგლებს გარეთაც დაფიქსირდა, იაპონიაში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში ინფიცირების 4 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაა, იმ დროისთვის, როცა ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობას აპირებს.