ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რამდენიმე დაღუპული და ათობით დაშავებული მომიტინგე – ერაყში ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება

ერაყში საპროტესტო აქციები გრძელდება. ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეების და პოლიციის შეტაკების დროს ორი პოლიციელი დაიღუპა, დაშავდა ათობით მომიტინგე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, მათი თქმით, პოლიციელების დაღუპვის მიზეზი, ერთ-ერთი მოქალაქე გახდა, რომელიც დაპირისპირებისათვის გვერდის ავლას მანქანით ცდილობდა,  რა დროსაც პოლიციელებს დაეჯახა.

მომიტინგეები კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ, როგორც ისინი აცხადებენ, პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ დაპირებები არ შეასრულა, მათ შორის ახალი მთავრობის დანიშვნის პირობა. აქციის მონაწილეები, ასევე, ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. აქციებზე სულ მცირე 450 ადამიანი მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით, ადილ აბდულ მაჰდიმ 29 ნოემბერს გამოაცახადა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენდა.

იტვირთბა....