“იქნებ მოიფიქრონ [ხელისუფლებამ] და არ დაახასიათონ და ქებათა-ქება ირაკლი შოთაძეს არ მიუძღვნან, როდესაც ის არის კონკურსში ერთ-ერთი. აპრიორი ეს არის მინიშნება, რომ საპროკურორო საბჭოს წევრების მიმართ და საზოგადოების მიმართ, რომ ამ კონკურსანტს ექნება უპირატესობა მინიჭებული.”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი – ანა დოლიძე
“ციტატა”
აღნიშნული განცხადებით, ანა დოლიძე “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა “360 გრადუსში”, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება.