შეერთებულ შტატებში ე. წ სამშობიარო ტურიზმი დასრულდა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება ექნება ვიზის გაცემაზე უარი თქვას, თუ მიიჩნევს, რომ ტურისტის მიზანი ამერიკაში შვილის გაჩენა და ჩვილისთვის მოქალაქეობის მიღებაა. ინფორმაციას ამერიკული მედია ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბავშვები, რომლებიც აშშ-ს ტერიტოერიაზე დაიბადებიან, ამერიკის მოქალაქეობა გარანტირებული აქვთ. ტრამპი ამ კანონს სასაცილოს უწოდებს.