რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, დუმაში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონი შეიტანა.
დოკუმენტის თანახმადაც, რუსეთში, ერთი და იგივე პირი მხოლოდ ორი ვადით აირჩევა პრეზიდენტად, ასევე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელმწიფო დუმა დაამტკიცებს და ფედერაციის საბჭოს უფლება ეძლევა მოსამართლეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
დოკუმენტს პარლამენტში დამტკიცების შემდეგ საყოველთაო გამოკითხვაზე გაიტანენ.