ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნებამ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი – ქართველი ხალხი” – ჭიჭინაძე

ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა – ამის შესახებ განცხადებას მეტრონომს დავით ჭიჭინაძე უგზავნის.

ის ასევე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის ღია წერილსაც.

“ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი – ქართველი ხალხი – და აწი რას გაითვალისწინებს და რას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება.

ამის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად „ოცნებას“, თორემ „ბიუჯეტის ვირთხებს“, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ იმ მოპარულის დათმობა, რასაც ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში იპარავდნენ.
და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების და ქართველი ხალხის აზრი, შეფასება, კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია „ოცნებას“ არცერთ ენაზე არ ესმის. რადგან ინგლისურის მცოდნეებმა პარტია დატოვეს, ქართული კი მათ თავიდანვე არ ესმოდათ.

მოკლედ, „ ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა.

დასავლელმა პარტნიორებმა ვერდიქტი გამოუტანეს. ყველაზე დიდი სანქცია კი 2020 წელს ექნებათ, როდესაც საკუთარი მოსახლეობა უარს ეტყვის. იმიტომ რომ, მათი ქმებდება აბსოლუტურად არ შეესაბამაბა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.

მალინი „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.

იტვირთბა....