“ოცნება გვეუბნება, რომ უნდა წავიკითხოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. მაშინ მიგვითითონ ის ხალხი, ვინც ინგლისური იცის. მე მგონი მართლა აღარ დარჩნენ ასეთები. ვოლსკის ინგლისურის იმედზე თუ არის მმართველი პარტია, ვუთანაგრძნობ და ჩემს დახმარებას ვთავაზობ. იმიტომ, რომ ვინც ინგლისური იცოდა, მე მგონი ყველა წამოვიდა”
ანა დოლიძე – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.
მალინი „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.