“გასაგებია, რომ ივანიშვილისთვის ხუნდაძე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ საერთაშორისო არენაზე, ზოგადად, რა თქმა უნდა, ამერიკის კონგრესს თავისი მნიშვნელოვანი ხმა აქვს. ჩემთვის სრულიად ნათელია ის, რომ “ქართული ოცნებისთვის” წამზომი ჩართულია ამერიკისა და დასავლეთის მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” გადმოაგდებენ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ყველანაირად ოპოზიციის დემოკრატიულ მოთხოვნას, რომ სამართლიანი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს საქართველოში”
ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტებთან საუბრისას ბურჯანაძე ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილს გამოეხმაურა.