aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ეს არის პასუხი იმ პროცესებზე, რაც ბოლო ხანებში ეკლესიაში ხდებოდა” – მეუფე საბა NDI-ის კვლევაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწკირველი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პოპულარობის კლების მიზეზი ქართულ ეკლესიაში განვითარებული პროცესებია.

აღნიშნულ საკითხზე მეუფემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ეს არის საზოგადოების პასუხი იმ პროცესებზე, რაც ბოლო ხანებში ქართულ ეკლესიაში ხდებოდა. მე ვცხოვრობ ამერიკაში,­ სადაც ის სოციალური პრობლემები, რაც საქართველოშია, არ არსებობს, მაგრამ გულწრფელი დამოკიდებულებებისა და ერთიანობის პრობლემა ყველგან არის. ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა ყველგან არის, სადაც ქართველია. სხვა ქვეყნის შვილებშიც იქნება, მაგრამ მე ჩემს გასაჭირზე ვსაუბრობ. ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემაო. ყველამ ჩვენს თავში უნდა მოვაგვაროთ, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს”, – აცხადებს მეუფე საბა.

შეგახსენებთ, NDI-იმ კვლევის შედეგები გასულ კვირას გამოაქვეყნა.

იტვირთბა....