ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: ინსტიტუტებს შორის საქართველოს ჯარი, მართლმადიდებელი ეკლესია და პოლიცია ლიდერობენ

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისას, საქართველოს ჯარი ძალიან კარგად 8%-მა, კარგად – 44%-მა, საშუალოდ 31-%-მა, ცუადად – 9%-მა, ძალიან ცუდად 2%-მა შეაფასა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად 13%, კარგად – 37%, საშუალოდ – 25%ი, ცუდად – 10; ძალიან ცუდად – 2% აფასებს.

ამავე კვლევის შედეგებით, საქართველოს პოლიციას ძალიან კარგად 6% აფასებს, კარგად – 37%, საშუალოდ – 35%, ცუდად – 15%, ძალიან ცუდად – 4%.

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში მომდევნო ადგილზეა სასამართლო და პარლამენტი.

სასამართლოს საქმიანობას ძალიან კარგად 1% აფასებს, კარგად – 9%, საშუალოდ – 29%, ცუდად – 31 %, ხოლო ძალიან ცუდად – 14%.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად – 8%, საშუალოდ – 27%, ცუდად – 40%, ხოლო ძალიან ცუდად – 17%.

იტვირთბა....