“ბიბისის” ინფორმაციით, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ტყის ხანძრების დროს დაზარალდა, ქარიშხალია მოსალოდნელი.
“ბიბისის” ცნობით, შტატ ვიქტორიაში ძლიერ ქარსა და უხვ ნალექებს ელოდებიან. სტიქია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ძლიერმა წვიმამ ავსტრალიის შტატების დატბორვა გამოიწვია.
ავსტრალიაში გაჩენილ ტყის ხანძარს სექტემბერიდან დღემდე 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.