ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

იტვირთბა....