ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ცნობით, სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.