„კონგრესმენ მალინის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ გახარიაზე არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში არიან ძალიან შეშფოთებულები იმ პროცესებით, რაც მიმდინარეობს საქართველოში. წერილები და განცხადებები არ წყდება. წერილები მოდის არამხოლოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, არამედ ამერიკელი პარტნიორებისგანაც. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, ოდნავ საღი აზრი მაინც რომ ჰქონდეს შერჩენილი“
სერგი კაპანაძე, “ევროპული საქართველოს” წევრი
“პირველი არხი”
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.
კონგრესმენი შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.