ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევა სახელდება და მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

„საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში

შეგახსენებთ, იტალიაში ქართველი ახალგაზრდის გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

იტვირთბა....