aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა სფეროში ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც სპორტშია” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელ ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

პრეზიდენტმა 2019 წლის 6 საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

“ჩვენმა სპორტსმენებმა შეძლეს ის, რომ საქართველო შორეულ ქვეყნებში ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი ძალიან სპორტული და სპორტში წარმატებული ქვეყანა. ცნობადობასთან ერთად საქართველოს დროშა არაერთხელ აღიმართა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რა დროსაც ჩვენი საზოგადოება სიამაყით ივსება. ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მომავლის იმედისა და შემართების საფუძველია, რისთვისაც კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიხდით.თქვენი როლი ფასდაუდებელია, როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც. თქვენ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ყველაზე კარგი მაგალითი ხართ თუ როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდა თაობა – ჯანმრთელი, ჯანსაღი, წარმატებული და გამარჯვებული. დღევანდელი ნომინანტები სწორედ ნათელი მაგალითები არიან იმისა თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი თუ საქმეში მთელ ენერგიასა და ძალისხმევას ჩადებ. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა სფროში ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც დღეს სპორტია საქართველოში. ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია, რადგან ადამიანი უფრო ძლიერი და ყველაფრის მიმართ გამძლე ხდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ ყველა ვიყოთ შეკრული, აქტიური, ჯანმრთელი, წარმატებასა და გამარჯვებაზე ორიენტირებული,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების დასკვნითი ღონისძიება.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა) და ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდნენ.

იტვირთბა....