ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მოსახლეობა ხუთი ცათამბჯენის აშენებას აპროტესტებს

ბათუმში, ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 42 სართულიანი კორპუსის აშენებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ “სილქ როუდ ჯგუფს” ნებართვა 24 დეკემბერს მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი პროექტის პრეზენტაციიდან დაიწყო. „ბათუმი რივიერას“ ნებართვას 4 ორგანიზაცია და ორი საინიციატივო ჯგუფი სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

საზოგადოება „ბათომის“ წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია დაუმალეს და მოატყუეს. საზოგადოება ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას უსაფრთხოების მოტივით ეწინააღმდეგება. არსებობს იმის საშიშროება, რომ კონცხი სიმძიმის გამო ჩაიშალოს და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინი ფიქრობენ, რომ პროექტი ქალაქს ტურისტული თვალსაზრისით უფრო საინტერესოს გახდის.

იტვირთბა....