თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ხესა და ბოძს შორის გაიჭედა. ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
შსს-ს ცნობით ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.