თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულ ზვიად კუპრავას და ლაშა ცუცქირიძეს, 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე, თამარ ოქროპირიძემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა პროკურატურასთან დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.