მოძრაობა “ალტერნატივას” წევრებმა, ბათუმში, აჭარის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ირაკლი შოთაძის შესაძლო მთავარ პროკურორად დანიშვნას პროტესტებენ.
აქტივისტებმა ადგილზე პურის მარცვლები მიიტანეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ის საკენკი, რომელიც ხალხს გადაუყარა თავად უნდა აკენკოს. მათ ასევე, ბანერები გააკრეს წარწერით: “სისხლიანი წარსულით ნათელ მომავალს ვერ შექმნი”, “გვახსოვს ხორავას ქუჩა.”
“ხელისუფლება ხალხს უყრის საკენკს. ჩვენ დღეს მოვიტანეთ აქ პურის მარცვლები, რომ მათ თავად აკენკონ”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში შესვლაც სცადეს, სადაც პროკურატურაა განთავსებული, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ ამის უფლება არ მისცა.